დარჩიაშვილს "ოცნების" მთავარი მესიჯბოქსიდან გამიჯვნა მოუწია - საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის აღიარება
ილია დარჩიაშვილს "ოცნების" მთავარი მესიჯბოქსიდან გამიჯვნა მოუწია - საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღიარა, რომ ევროკავშირი საქართველოს იდენტობას არ ართმევს. დღეს "ქართული ოცნება" საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს გადაეფარა. "ხელმოცარული, უზრდელი, უტიფარი" - ამ სიტყვებით მიმართავდა დღეს ბექა ოდიშარია ოპონენტს, რომლის კითხვებიც უმრავლესობისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. კითხვები კი ოპოზიციას ბევრი ჰქონდა. მათ შორის, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები და ემიგრანტები, რომლებსაც ხელისუფლება არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.