ივანიშვილი ისევ ჩრდილქვეშ გადავიდა - ოლიგარქი პრეზიდენტის კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს

07.02.24 20:26
ივანიშვილი ისევ ჩრდილქვეშ გადავიდა - ოლიგარქი პრეზიდენტის კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს

 

ბიძინა ივანიშვილი ისევ ჩრდილქვეშ გადავიდა - საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის მთავარი ადრესატი, სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ პასუხობს. არადა პოლიტიკაში საჯაროდ დაბრუნებული ოლიგარქი ახლა უკვე ვალდებულია თქვას, ვის და რატომ უშვებს, ან ნიშნავს პოსტებზე. კითხვები მას პრეზიდენტმა პირდაპირ საპარლამენტო ტრიბუნიდან დაუსვა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი პასუხებს ივანიშვილისგან ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.

ზურაბიშვილს ივანიშვილის ნაცვლად მისი საპარლამენტო გუნდი პასუხობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ლანძღვის დიდი გამოცდილება აქვს. დეპუტატებმა შანსი ხელიდან არც ამჯერად გაუშვეს. რისი თქმაც დარბაზში გუშინ ვერ მოახერხეს, მედიასთან დღეს თქვეს. ზურაბიშვილის მხრიდან ივანიშვილის ერთპიროვნულ მმართველად მოხსენიებამ "ოცნება"  წყობიდან გამოიყვანა და ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყეს. პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რა როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში ივანიშვილმა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები