შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ოპოზიციის გაერთიანებას - სალომე ზურაბიშვილი სიტყვიდან საქმეზე გადავიდა

07.02.24 20:20
შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ოპოზიციის გაერთიანებას - სალომე ზურაბიშვილი სიტყვიდან საქმეზე გადავიდა

 

შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ოპოზიციის გაერთიანებას - სალომე ზურაბიშვილი სიტყვიდან საქმეზე გადავიდა. დიდი კონსულტაციების დაანონსებიდან ზუსტად მეორე დღეს ორბელიანების სასახლის კარი ყველა პროდასავლური პარტიისთვის გაიღო. პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდნენ ზურაბიშვილთან ერთი მიზნით - ზუსტად გაეგოთ, რა გეგმა აქვს პრეზიდენტს და როგორ აპირებს ჯერ კიდევ სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ოპოზიციური პარტიების საერთო შეხების წერტილის პოვნას.  

ორბელიანების სასახლე ერთთვიანი პაუზის შემდეგ ისევ პოლიტიკური ცენტრის ფუნქციას იღებს. დღესვე ცნობილი ხდება, რომ მალე მომზადდება დოკუმენტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო ყველა ხელმომწერი პარტიისთვის, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები. ოპოზიციის მოსალოდნელი ერთობა კი "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი თავისტკივილია. ზურაბიშვილის საჯარო შეთავაზებაზე ასევე საჯარო უარი განაცხადეს. უკვე ცნობილია, რომ დღეიდან ხელისუფლების თავდასხმების მთავარი სამიზნე სწორედ პრეზიდენტის სასახლე იქნება.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები