სააკაშვილი 2-ოთახიან პალატაშია, სხვა პატიმრებს უწევთ პატიმრობის ვადის საკანში მოხდა, მე დავითრგუნებოდი ამით - კობახიძე
"სხვა პატიმრებს უწევთ პატიმრობის ვადის საკანში მოხდა, ის 2-ოთახიან პალატაშია", - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია.
მე მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ არის ციხეშიც კი. ის არის კლინიკაში, 2-ოთახიან პალატაში. შეიძლება ადამიანი დაითრგუნოს იმით, რომ არის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან შედარებით. სხვა პატიმრებს უწევთ საკანში პატიმრობის ვადის მოხდა, მიხეილ სააკაშვილი არის 2-ოთახიან პალატაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მე დავითრგუნებოდი ამით, მორალური შეხედულებიდან გამომდინარე. არ ვიცი, რამდენად ითრგუნება ამით მიხეილ სააკაშვილი, - თქვა კობახიძემ.