შობადობის და ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებით კმაყოფილი არ ვართ - კობახიძე
დემოგრაფიის კუთხით სერიოზული გამოწვევები გვაქვს - განაცხადა
პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე დემოგრაფიის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მხრივ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას საქართველო.
კობახიძე არც მიგრაციის, არც შობადობის და არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებით არის კმაყოფილი
"დემოგრაფიის კუთხით ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი არც მიგრაციის მაჩვენებლებით, არც შობადობის მაჩვენებლებით, არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებით. არის სერიოზული გამოწვევები. სტატისტიკას თუ დახედავთ, ნახავთ, რომ გამოწვევები არის ძალიან სერიოზული. თუ სადმე გვაქვს განსაკუთრებული სირთულეები, ეს არის პირველ რიგში, დემოგრაფია, რომელსაც სჭირდება ჩვენი, მათ შორის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება", - განაცხადა კობახიძემ.