კობახიძე ისევ "ლელოს უპირისპირდება" - მიზეზი 9 პუნქტიანი გეგმაა
ირაკლი კობახიძე ისევ "ლელოს უპირისპირდება" - მიზეზი 9 პუნქტიანი გეგმაა.
საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე პრემიერობის კანდიდატმა თქვა, რომ "ლელოს" 9 პუნქტიანი გეგმა ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნას გამოიწვევს.
მათ წარმოადგინეს 9 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ამ საკითხებს ეთმობა და მე ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის განადგურების 9 პუნქტიანი გეგმა. არ ვაჭარბებ. იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს პირველ წელს ჩვენი ეკონომიკის 10%-ით შემცირებას, სხვადასხვა სექტორის განადგურებას და ა.შ. დღეს რომ არ ესწრებიან, ესეც მათ რადიკალიზმზე მეტყველებს. "ლელო" არის რადიკალური პოლიტიკური პარტია და რადიკალური ოპოზიცია, ეს არის არა შეურაცმყოფელი ეპითეტი, არამედ ეს არის ის ტერმინი, რომლიც ოპოზიციის პოზიციას ასახავს. სამწუხაროდ, ეს ასეა", - განაცხადა კობახიძემ.
სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს. შეხვედრას არ ესწრებიან პარტია “ლელოსა” და “საქართველოსთვის” დეპუტატები.