საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას დახურულ ფორმატში უსმენს

08.02.24 10:44
საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას დახურულ ფორმატში უსმენს

საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ ფორმატში უსმენს - სხდომის დახურვის ინიციატივა მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის, რომელსაც მმართველი პარტიისა და "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა მხარი დაუჭრეს.

მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნდობის მისაღებად დღეს გავა.

ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, მისი სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე, გთავაზობთ რომ ეს შეხვედრა იყოს დახურული და ამას ვუყაროთ კენჭი... მედიის წარმომადგენლებს მოვუხადოთ ბოდიში და დაგვტოვონ და ასევე, აპარატის თანამშრომლებს ვთხოვთ, რომ სტრიმი გათიშონ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები