მინისტრების მოსმენა პარლამენტში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს - სხდომას ოპოზიცია და მედია არ ესწრება
საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძეს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. სახელისუფლებო პარტიამ პრემიერობის ახალ კანდიდატს სრული კომფორტი შეუქმნა. დღევანდელი სხდომა მამუკა მდინარაძემ გახსნა და რამენიმე წუთში დახურულად გამოაცხადა. პროცესს მედია არ ესწრება. კობახიძის გუნდის და უმრავლესობის წევრები დარბაზში ერთი ერთზე დარჩნენ.
"პირველებმა" უმრავლესობის წევრებს კითხვები პარლამენტის დარბაზს მიღმა დაუსვა. ისინი კობახიძეს აქებენ და ამტკიცებენ, რომ ახალი ახალი პრემიერი მის უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად შეასრულებს.
ირაკლი კობახიძეს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული პრემიერი, აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები, აქვს გამოცდილება, აქვს უნარი, წარმართოს პროცესები სწორად და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის ქინება კარგი პრემიერი და რა თქმა უნდა, ექნება ჩვენი მხარაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციის მხარდაჭერას, მას ეს მხარდაჭერა არ ექნება, სავარაუდოდ და არც სჭირდება, - ამბობს ბექა დავითულიანი.
უმრავლესობის წერვი გიორგი კახიანი ირწმუნება, რომ კობახიძეს ქვეყნის ყველა გამოწვევა კარგად გათვითცნობიერებული და რომ ხელისუფლების სწორი კურსი ოპოზიციამაც უნდა აღიაროს.
მე არც მახსენდება, რომ ოპოზიციას როდესმე ნდობა გამოეცხადებინა უმრავლესობის მთავრობისთვის. ეს, გარკვეულწილად, ლოგიკაშიც ჯდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავად ოპოზიციაც უნდა ხვდებოდეს იმას, რომ მთავრობის პოლიტიკა არის სწორი მიმართულებით გასაზღვრული. ირაკლი კობახიძე წარდგა ოპოზიციის წინაშე და საზოგადოება, რომელიც თვალს ადევნებდა ამ შეხვედრას, შეექმნებოდა ისეთი წარმოდგენა, რომ ირაკლი კობახიძეს ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგეას, - ამბობს გიორგი კახიანი.
მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო პარტიის დეპუტატები და მინისტროების კანდიდატები სხდომას დაასრულებენ, პლენარული სხდომა დაიწყება, სადაც მათ ოპოზიციის წევრებიც შეუერთდებიან.
დღის ბოლოს ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება, რომელსაც "ოცნება" სავარაუდოდ, ერთპარტიულად დაამტკიცებს.