ივანიშვილს ერთი სათამაშო მობეზრდა და გადააგდო ღარიბაშვილის სახით, მეორე მის სათამაშოს პრემიერ-მინისტრს არქმევს - სამადაშვილი
ივანიშვილს ერთი სათამაშო მობეზრდა და გადააგდო ღარიბაშვილის სახით და მეორე მის სათამაშოს არქმევს პრემიერ-მინისტრს - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილი ამბობს, რომ კობახიძესთან არანაირი შეკითხვა არ აქვს, რადგან თვლის, რომ საქართველოს მოქალაქისთვის არაფერი იცვლება.
„მე პირადად არანაირი შეკითხვა აღარ მაქვს არც კობახიძესთან და არც მთავრობის შემადგენლობასთან იმიტომ, რომ ვფიქრობ, გასული დღეების განმავლობაში, ძალიან ნათლად ვნახეთ, რომ საქართველოს მოქალაქისთვის არაფერი იცვლება. ჩვენ გვეყოლება იგივე კორუმპირებული რუსეთის მსახური ხელისუფლება, უბრალოდ, ივანიშვილს ერთი სათამაშო მობეზრდა და გადააგდო ღარიბაშვილის სახით და მეორე მის სათამაშოს არქმევს პრემიერ-მინისტრს. დღეს ამას გააფორმებს ის ფორმალური შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტში ჰქვია ხალხის წარმომადგენელი უმრავლესობა და რეალურად არიან ივანიშვილის დანიშნული დეპუტატები“, - განაცხადა სამადაშვილმა.