ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო - კობახიძე
"ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე - ეს არის "ქართული ოცნება" და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო", - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა.
პლენარულ სხდომაზე კობახიძემ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობას ორი ამოცანა გააჩნია, პირველი - მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე, სიღარიბის სრულად დაძლევა.
დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის „ქართული ოცნება“ და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო.
საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.