წმენდა არჩევნების წინ - დაპირისპირება ბიუროზე
წმენდა არჩევნების წინ - "ქართული ოცნება" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოადგილის პოსტს აუქმებს, რომელიც "ლელო -საქართველოსთვის" წარმომადგენელს, გიორგი სიორიძეს უჭირავს.
- რას ნიშნავს ეს?
საარჩევნო კომისია, რომელმაც გადამწყვეტი არჩევნები უნდა ჩაატაროს, სრულად ერთი გუნდის კონტროლის ქვეშ ექცევა. არადა, პრეზიდენტიც და დასავლელი პარტნიორებიც პირიქით, ითხოვენ, რომ ცესკოს თავმჯდომარეც კი ოპოზიციასთან შეთანხმებით დაინიშნოს, რომ დიდი ნდობა ჰქონდეს.
- რას ამბობს ვენეციის კომისია?
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული დოკუმენტი კომისიას პირადად შალვა პაპუაშვილმა გაუგზავნა, პასუხად კი მიიღო, რომ ცესკოში ოპოზიციონერი მოადგილეების ყოფნა მნიშვნელოვანია და ეს თანამდებობა არ უნდა გაუქმენულიყო.
თუმცა "ქართლი ოცნება" არა თუ ამ რეკომენდაციას ითვალისწინებს და ამტკიცებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა სამართლებრივ საფუძვლებს არ ემყარება.
ამ შინაარს მოითხოვს ევროკავშირი და ვენეციის კომისია და თქვენ მიდიხართ მათი რეკომენდაციების წინააღმდეგ. ეს თქვენი გამოსვლა ახლა არის ძალიან ნათელი მაგალითი და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ იმ შეხვედრებს, რომელიც ბატონი შალვას ეგიდით იმართება, როგორ ბოროტად იყენებთ. იმ შეხვედრაზე მითხარით, რომელი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან იმ ფორმატში. როცა ევროკავშირის სტანდარტს და მაგალითს მოითხოვთ, ერთი ევროკავშირის ქვეყანა დამისახელეთ ოლიგარქი რომ მმართავდეს და შემდეგ გავაგრძელოთ დისკუსია", - თქვა ბიუროზე ანა ნაცვლიშვილმა.
"ლელოს" დეპუტატის არგუმენტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროზე უპასუხა. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "ლელოს" სამუშაო ფორმატში მონაწილეობა არ მიუღია და "ახლა სხვის ნათქვამს ეფარება".
თქვენ ხართ "ლელოს" წარმომადგენელი პარლამენტში. როდესაც გვქონდა განხილვა ამ საკითხების ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იმ ფორმატში, რაც გულისხმობს სამუშაო ფორმატს, თქვენ არ მოხვედით და არ დაინტერესდით. როდესაც ეს საკითხი განიხილებოდა კომიტეტში, თქვენ არ მიხვედით და არ დაინტერესდით. ამ პათეტიკას მე რა ეპითეტიც შევარქვი ალბათ, გახსოვთ. თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, პლენარულ სხდომაზე იქნება განხილვა და წარმოადგინეთ. ნუ ეფარებით სხვის ნათქვამს, კომენტარს, მოთხოვნას. თქვენ ხომ თქვენი თავი გაქვთ მხრებზე. თქვენი არგუმენტი წარმოადგინეთ პლენარული სხდომის დროს", - ამბობს პაპუაშვილი.