საარჩევნო კოდექსში უამრავი შავი ხვრელია, რისი გამოყენებაც " ოცნებას" შეუძლია - ხაბეიშვილი

29.06.21 11:37
საარჩევნო კოდექსში უამრავი შავი ხვრელია, რისი გამოყენებაც " ოცნებას" შეუძლია - ხაბეიშვილი

თამაშის ახალი წესები არჩევნების წინ - „ლელომ“ და „ენმ“ საარჩევნო კოდექსს მხარი არ დაუჭირეს. ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ის პრობლემები, რომელიც აქამდე საარჩევნო კოდექსში არსებობდა, ისევ რჩება, რაც „ქართულ ოცნებას“ მისი გაყალბების საშუალებას მისცემს. 

საარჩევნო კოდექსში, რომელსაც მხარი ვერ დავუჭირეთ არის იმდენი პრობლემა, რომ რა თქმა  უნდა, „ქართულ ოცნებას“ ექნება მანიპულაციის საშუალება. არის უამრავი შავი ხვრელი, რის გამოყენებაც „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. თუმცა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოავახერხოთ, რომ ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება“, მათ შორის, მანიპულაციებითაც უნდა დავამარცხოთ, - განაცხადა  ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები