ივანიშვილი ვერ შეარჩევდა თქვენზე უკეთეს განსახიერებას, როგორ ტყუილებში ჩაკარგულ ძალას წარმოადგენს დღეს "ოცნება" - ხმაური პარლამენტში

08.02.24 13:29
ივანიშვილი ვერ შეარჩევდა თქვენზე უკეთეს განსახიერებას, როგორ ტყუილებში ჩაკარგულ ძალას წარმოადგენს დღეს "ოცნება" - ხმაური პარლამენტში

პლენარული სხდომა პარლამენტში ხმაურით დაიწყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრემიერობის კანდიდატს ოპოზიციამ კითხვები დაუსვა. ხელისუფლების ოპონენტები კობახიძისგან პასუხებს კონკრეტულ კითხვებზე ითხოვდნენ. კითხვები, ძირითადად, ეკონომიკურ მიმართულებით დაისვა. კითხვები იყო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც. ოპოზიცია ასევე დაინტერესდა, როგორ აპირებს მომავალი პრემიერი დეოკუპაციის პრობლემმის გადაჭრას. 

ხმაური იყო მაშინაც, როცა სიტყვით გახარიას გუნდის წარმომადგენლები გამოვიდნენ. ბექა ლილუაშვილმა ყველა ის მძიმე მოვლენა გაიხსენა, რომელიც კობახიძის პარტიის თავმჯდომარეობას უკავშირდებოდა, რამაც "ოცნება" გააღიზიანა.  

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოქალაქეების ასი ათასიანი საპროტესტო აქციის მიზეზი, თან ორჯერ... ივანიშვილმა რატომ აგირჩათ - გასაგებია, ეს ყევლაფერი მისი დავალებით შეასრულეთ, მაგრამ საქართველოს ხალხმა რატომ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, ამაზე გვიპასუხეთ. ახლა მეორე კითხვა, ივანიშვილი ვერ შეარჩევდა თქვენზე უკეთეს განსახიერებას იმისას, როგორ ტყუილებში ჩაკარგულ ძალას წარმოადგენს დღეს "ქართული ოცნება", - თქვა სიტყვით გამოსვლისას ბექა ლილუაშილმა, რასაც დარბაზიდან ბექა ოდიშარიას საპროტესტო რეპლიკები მოჰყვა. 

მსგავსი სიახლეები