"მადლობა ბატონ ბიძინას" - კობახიძემ ღარიბაშვილის გზის გაგრძელება გადაწყვიტა

08.02.24 13:42
"მადლობა ბატონ ბიძინას" - კობახიძემ ღარიბაშვილის გზის გაგრძელება გადაწყვიტა

"მადლობა ბატონ ბიძინას" - ამ სიტყვებით დაიწყო ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლა პარლამენტში. პრემიერობის კანდიდატმა ღარიბაშვილის მსგავსად ქვეყანაში ყველა პროგრესი ივანიშვილის დამსახურებულად გამოაცხადა. კობახიძის მტკიცებით, სწორედ ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ქვეყანას დღეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს. 

როგორც ჩვენი ქვეყნის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, დღევანდელი ოპოზიცია მოკლებულია უნარს, შეასრულოს ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქცია. მათი განცხადებები ჩვეულებრივად დაცლილია ფაქტებისგან, რაც მათ კრიტიკას კონტრპროდუქტიულსაც კი ხდის. სწორედ ოპოზიციის სისუსტე გახდა პოლიტიკაშ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. ოპოზიციაში არსებული ამგვარი მდგომარეობის ფონზე უმთავრესად, აქცენტი მთავრობის თვითკონტროლზე გაკეთდება. პრემიერობის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. წინსვლა და ის, რომ საქართელო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, პირველ რიგშ, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ბიძინა ივანიშილის პოლიტიკური ქველმოქმეების შეეგია ის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ბიძნა ივანიშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა დააყენა სწორ რელსებზე, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ქართული საზოგადოება მანამდე ქართული კულტურისა და სულიერების ასაღორძიენებლად, ჩვენი ეროვნული დენტობის შესანარჩუნებლად გახორციელებული უპრეცენდეტო ქველმოქმედებით იცნობდა. ამ ყელაფრისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის,  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები