თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი და მაქეიფარი - ლილუაშვილი კობახიძეს

08.02.24 13:48
თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი და მაქეიფარი - ლილუაშვილი კობახიძეს

"თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი", - ასე მიმართა გახარიას გუნდის წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კობახიძეს "კონსტიტუციის გამპარტახებელი" უწოდა და თქვა, რომ საქართველოში რუსული პოლიტიკის გატარების გამო ქართველი ხალხის ნდობასა და მხარდაჭერას არ იმსახურებს.

დღეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, რომელსაც უნდა დამსახურება. ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი: დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, სიტყვის ერთგულების ერთი ფაქტი, რის გამოც იმსახურებთ მოსახლეობის ნდობას. მე, პირიქით, შემიძლია მინიმუმ 10 ფაქტი, რის გამოც არ იმსახურებთ. მაგალითად, თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი... თქვენივე დაწერილი კონსტიტუციის გამპარტახებელი, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების საბოლოო გამძლიერებელი, "რუსული კანონის" ინიციატორი და მიმღები..." - განაცხადა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები