საარჩევნო კოდექსში ხელისუფლებამ მთელი რიგი პრობლემური მუხლები დატოვა - ნაცვლიშვილი
ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო კოდექსში პრობლემური მუხლების დატოვებაზე საუბრობს „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისივე ხელით დაჩრდილა ის პროგრესი, რომელიც ამ კოდექსზე მუშაობისას იკვეთებოდა.
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მთელი რიგი ძალიან პრობლმური მუხლები დატოვა ისე, როგორც მას სურდა და რაც არის სერიოზული პრობლემა, რითაც თავისივე ხელით დაჩრდილა ის პროგრესი, რომელიც ამ პროცესზე მუშაობისას ნამდვილად ფიქსირდებოდა, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.