ივანიშვილისთვის გადახდილი მადლობების შემდეგ კობახიძემ ოპოზიციაზე იერიში მიიტანა
ივანიშვილისთვის გადახდილი მადლობების შემდეგ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსლა პრემიერობის კანდიდატმა ოპოზიაზე თავდასხმით გააგრძელა. ირაკლი კობახიძემ წინა ხელისუფლება არაადამიანურ მოპყრობაში, ტელევიზიების მიტაცებასა და 2008 წლის ომის დაწყებაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით,
ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, გადავსებული ციხეები და ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით ახალგაზრდა, ციხეებში და ციხეებს გარეთ ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, მიტაცებული ტელევიზიები და მონოპოლიზებული მედია. რეჟიმის, მიერ, მათივე ტერმინი რომ გამოვიყენო, ჩარეცხილი ინტელიგენცია და შეგნებულად მოშლილი საზოგადოების სტრუქტურა, შეჩერებული წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. და ამ ყველაფერთან ერთად, ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული - 2008 წლის ღალატი, რუსეთისთვის ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, - განაცხადა კობახიძემ.