ვიღებთ ზომებს, რომ დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიზმით ნაკარნახევი თავდასხმისგან - კობახიძე
"ვიღებთ ზომებს, რომ დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიზმით ნაკარნახევი თავდასხმისგან", - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
საკანონმდებლო ორგანოში კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი ერისთვის რელიგიის მნიშვნელობას და თქვა, რომ ქვეყნისთვის ეკლესია უმთავრესი ქვაკუთხედია.
სახელმწიფო, სეკულარიზმის პრინციპის დაცვით, იღებს ყველა ზომას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეებით ნაკარნახევი თავდასხმებისგან", - განაცხადა კობახიძემ.