ახალი გამოძიება კლანზე - როგორ მანიპულირებენ მოსამართლეები ელექტრონული სისტემით
სასამართლო კლანი მორიგ სკანდალში ეხვევა - ifact-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ მოსამართლეთა არაფორმალური დაჯგუფება საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაზე მანუპულირებას ახდენს. ჩნდება ეჭვი, რომ თუ კლანს არ სურს, რომ მისთვის საინტერესო საქმე რომელიმე მოსამართლეს დაეწეროს, ისინი ელექტრონულ სისტემაზე მანუპულირებას ახდენენ.
კლანმა მაინც იპოვა რაღაც ხრიკები და ელექტრონული სისტემა თავის თავზე მოირგო, ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ისინი ხელოვნურად არ შექმნიან სისტემის ხარვეზს, რადგან კანონში არსად არის ჩანაწერი, თუ რას ნიშნავს ტექნიკური შეფერხება, სასამართლომ ეს რეფორმა კი გაატარა, მაგრამ სათავისოდ იყენებს ამ სისტემას", - ამბობს გამომძიებელი ჟურნალისტი მანანა ღოღობერიძე.
“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, ჩატარდეს კვლევა, როგორ ნაწილდებოდა საქმეები უზენაეს სასამართლოში.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეთა განაწილების შემთხვევითი სისტემა მუშაობს ხარვეზებით, რომ საქმე მოხვდეს იმ მოსამართლესთან, ვისთანაც აინტერესებს კლანს, საჭიროა, კარგი კვლევის ჩატარება, თუ როგორ ხდებოდა უზენაესში საქმეების განაწილება მოსამართლეებს შორის", - ამბობს წიქარიშვილი.
ცნობისთვის, 2017 წლიდან მოსამართლეებთან საქმეები შემთხვევითობით, ელექტრონულ - სპეციალური ალგორითმით ხდება.