ათონელის სასახლეში რომან გოცირიძე მივიდა - რა საკითხებზე ესაუბრება დეპუტატი პრეზიდენტს?
ერთიანობის პლატფორმასთან დაკავშირებით ათონელის სასახლეში კონსულტაციები გაახლდა. სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად ამჯერად ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მივიდა.
პრეზიდენტთან შესვლამდე გოცირიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილთან საუბარს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულეებასთან დაკავშირებით გეგმავს. გოცირიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა, ოპოზიციამ და ქართველმა ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ "ოცნების" ხელისუფლებას დათქმების შესრულება აიძულონ.
ძალიან მნიშნელოვანი ინიციატივაა, ვინაიდან ქვეყნის წინაშე დღეს არ არის იმაზე დიდი ამოცანა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებაა, რასაც შემედგ მოსდევს მრავალი სიკეთე, როგორც ეკონომიკის, ასევე დემოკრატიის გავითარების კუთხით. ჩვენ უნდა ვაიძლოთ "ქართული ოცნება", რომ როგორმე შეასრულოს ის 9 ვალდებულება. ბიძინა ივანიშვილი დაასახელონ როგორც ოლიგარქი და პასუხისმგებელი ქვეყანაშ შექმნილი აი, ამ მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისისა. ამიტომ მისი სიტყვები, თუ "ქართული ოცნების" რეიტინგს შეამცირებს და პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ამ ჩაფლავებული საქმეების გამო "ქართულ ოცნებას", ირიბიად ეს შეიძლება განვიხილოთ საარჩევნო კონტექსტში ხელისუფლების დასუსტებისა და ოპოზიციის გაძლიერების ფაქტორად და არა მიზანმიმართულად, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა არჩევნებში მიიღებს მონაწილოებას, - ამბობს გოცირიძე.
ამასთან, ოოზიციონერი ეპუტატი პრეზიდენტთან ეროვნული ბანკის საბჭს წევრების კანდიდატურებთან დაკავშირეითაც ესაუბრება.
ახლახანს მივწერე წერილი პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაიწყოს ეროვნული ბანკის საბჭოს 4 წევრის შერჩევის პროცესი და პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი და ამ საკითხთან დაკავშირებითაც მე ქნება პირადად მე საუბარი, როგორ წარმოდგენია მას, რომ ეროვნულ ბანკს ჰყავდეს ღირსეული, კვალიფიცირებული, დამოუკიდებელი და გარკვეული პიროვნული თვისებებით აღჭურვილი პრეზიდენტი, - თქვა გოცირიძემ.