კრიზისი თქვენმა მოღალატე გახარიამ შექმნა - "ხალხის ძალა" კობახიძეს იცავს

08.02.24 15:36
კრიზისი თქვენმა მოღალატე გახარიამ შექმნა - "ხალხის ძალა" კობახიძეს იცავს

"ხალხის ძალის" ლიდერი ირაკლი კობახიძეს იცავს - გურამ მაჭარაშვილმა პლენარულ სხდომაზე გახარიას გუნდის წევრს, ბექა ლილუაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ „გავრილოვის ღამეს" სწორედ მისმა ლიდერმა გახარიამ გამოიწვია კრიზისის შემქმნელის პროცესები.

მაჭარაშვილმა ლილუაშვილს ისიც უთხრა, რომ მაშინ სწორედ კობახიძე და "ოცნება" გადაეფარა ყოფილ პრემიერს და დაუდგა გვერდით.

„მან ძალიან კარგად იცის, რომ არ იყო არც რუსული კანონი და არც „გავრილოვის ღამეს“ ირაკლი კობახიძის ბრალეულობა, არამედ მათი დღევანდელი მოღალატე ლიდერის, ზუსტად კრიზისის შემქმნელის პროცესები იყო მაშინ. პოლიცია იქ დააყენა, სადაც არ უნდა დაეყენებინა. სწორედ ირაკლი კობახიძე იყო და ჩვენ, ყველა, რომელიც გადაეფარა მაშინდელ შს მინისტრს, რომელმაც როგორ აღმოჩნდა, განზრახ დაუშვა ის შეცდომები", - მიმართა მან ლილუაშვილს.

"თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი", - ასე მიმართა გახარიას გუნდის წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კობახიძეს "კონსტიტუციის გამპარტახებელი" უწოდა და თქვა, რომ საქართველოში რუსული პოლიტიკის გატარების გამო ქართველი ხალხის ნდობასა და მხარდაჭერას არ იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები