როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში? - წითლიძე კობახიძეს

08.02.24 15:40
როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში? - წითლიძე კობახიძეს

„ბატონო ირაკლი, თქვენ გახდებით იმ ქვეყნის პრემიერ მინისტრი, სადაც ყოველ მეხუთე ბავშვს არ აქვს სახატავი საშუალებები, ყოველ მეექვსე ბავშვს არ აქვს სასურველი წიგნი და სადაც საჯარო სკოლებში 35 პროცენტი ბავშვების ჯერ კიდევ შიმშილობს. მინდა თქვენ გკითხოთ კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყოდით თარიღს, რადგან მანამდე პრემიერ მინისტრიც და განათლების მინისტრებიც გვპირდებოდნენ ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ აქამდე მოგვარებული არ არის, როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში?“ - ასე მიამრთა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

წითლიძის კითხვა ასევე შეეხებოდა დეცენტრალიზაციის პროცესს. დეპუტატმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, თუ როდის დაიწყება რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი ქვეყანაში.

„მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ორი კითხვა მექნება მე თქვენთან. თქვენ აღნიშნეთ, რომ სიღარიბე არის მთავარი გამოწვევა ქვეყნის და გეთანხმებით ამაში და დავამატებ, რომ ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა შიმშილი არის მთავარი გამოწვევა დღეს სახელმწიფოსი. მე არ მომბეზრდება ათასჯერ და მრავალჯერ ვიკითხო უფასო კვების პროგრამასთან დაკავშირებით სკოლაში, რადგან თქვენ გახდებით პრემიერ მინისტრი იმ ქვეყნის, სადაც ყოველ მეხუთე ბავშვს არ აქვს სახატავი საშუალებები და ყოველ მეექვსე ბავშვს არ აქვს სასურველი წიგნი და სადაც საჯარო სკოლებში 35 პროცენტი ბავშვების ჯერ კიდევ შიმშილობს. მე ვიცი, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული და განათლების მინისტრისგან ჩვენ მივიღეთ პასუხები იმასთან დაკავშირებით, რომ  მუშაობენ ამ თემაზე, მაგრამ მე მინდა თქვენ გკითხოთ კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყოდით თარიღს, რადგან მანამდე პრემიერ მინისტრიც და განათლების მინისტრებიც გვპირდებოდნენ ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ აქამდე მოგვარებული არ არის, როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში? მეორე საკითხი, რაზეც მინდა გკითხოთ, ეს არის რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელება ქვეყანაში, თქვენ მათ შორის ავტორი ხართ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის და ძალიან კარგად გესმით დეცენტრალიზაციის აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მაღალანაზღაურებად სამუშო ადგილებზე, თქვენ აღნიშნეთ მათ შორის სოფლის განვითარების პროგრამა და თქვით, რომ ძლიერი სოფელი მნიშვნელოვანია, ამაშიც დაგეთანხმებით, მაგრამ იმისისთვის, რომ სოფელი იყოს ძლიერი და იმისთვის, რომ რეგიონები განვითარდეს, ეკონომიკურად შეიქმნას სამუშოა ადგილები და ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა ადგილებზე ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საბოლოოდ დაიწყოს და დასრულდეს რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ფისკალურ დეცენტრალიზაციას, მე ვიტყვი იმასაც, რომ პირდაპირი წესებით არჩეული მერები არიან ძალიან კარგი, ამაში დაგეთანხმებით, მაგრამ პირდაპირი წესით არჩეულ მერებს საკრებულოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თვითონვე ჰქონდეთ ბერკეტი, მათ შორის ფინანსური, რომელიც მოიტანს უფრო მეტ განვითარებას რეგიონში, ამიტომაც ამაზე კონკრეტული პასუხი რომ გვითხრათ, როდის დაიწყება რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი.“ - განაცხადა ანა წითლიძემ

მსგავსი სიახლეები