მე მხოლოდ მადლობა მეთქმის ივანიშვილის მისამართით, რომ პოლიტიკურად სუსტი პრემიერობის კანდიდატი წარმოადგინა - ბუჩუკური

08.02.24 16:08
მე მხოლოდ მადლობა მეთქმის ივანიშვილის მისამართით, რომ პოლიტიკურად სუსტი პრემიერობის კანდიდატი წარმოადგინა - ბუჩუკური

"მე მხოლოდ მადლობა მეთქმის ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომ პოლიტიკურად ნულის ტოლფასი, პოლიტიკურად სუსტი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი წარმოადგინა... კობახიძე კომპლექსიანი, სუსტი ადამიანი არის," - ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა "დღის ამბებთან" ირაკლი კობახიძის საპასუხოდ გააკეთა.

ბუჩუკურის თქმით, "ქართულ ოცნებას" და ირაკლი კობახიძეს გახარიას კომპლექსი აქვთ. 

დღეს მე მეგონა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვუსმენდით, მაგრამ მთელი სხდომის განმავლობაში - გახარიამ, გახარიას, გახარიათ, მოკლედ, გახარიას მიეძღვნა ეს სხდომა - მე მხოლოდ მადლობა მეთქმის ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომ პოლიტიკურად ნულის ტოლფასი, პოლიტიკურად სუსტი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი წარმოადგინა მან და ეს ჩვენი გუნდისთვის უდიდესი შესაძლებლობაა.
რა მოვისმინეთ კობახიძის მხრიდან - მოვისმინეთ პროგრამა, რომელიც 70-80 პროცენტი არის გახარიას გუნდის დაწერილი, მათ შორის სახელი არის პერსონალურად გახარიასი, თუმცა ამაზე თქვა, რომ შტაბში მე ვიყავი და მე ვწერდიო, ეტყობა, მისივე ლოგიკით, ახლა ღარიბაშვილმა უნდა დაუწეროს ირაკლი კობახიძეს, ეს აბსურდია, პროგრამას წერს სამთავრობო კაბინეტი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.

 

მსგავსი სიახლეები