კობახიძე: მიუღებელია ე.წ. ქართულ-ჯიგრულ პონტში კორუფცია, კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია

08.02.24 16:18
კობახიძე: მიუღებელია ე.წ. ქართულ-ჯიგრულ პონტში კორუფცია, კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია

„ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ-ჯიგრულ პონტში კორუფცია,“ - ეს განცხადება საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძემ დეპუტატების დასმულ კითხვას კორუფციასთან დაკავშირებით უპასუხა და თქვა, რომ მას კორუფციული გარიგებებში მონაწილეობა არ მიუღია. კობახიძე აანონსებს, რომ კორუფციის მიმართ ლოიალური არ იქნება. 

რაც შეეხება კორუფციას, ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ-ჯიგრულ პონტში კორუფცია, რის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ და ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, არასდროს არცერთი კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას, შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად,“ - ამბობს კობახიძე.
 

მსგავსი სიახლეები