აღარასდროს, არავის ჩართულობით აღარ მოვაწერთ მსგავსს ხელს - კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე

08.02.24 16:24
აღარასდროს, არავის ჩართულობით აღარ მოვაწერთ მსგავსს ხელს - კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე

"არასდროს, აღარასდროს ჩვენ ხელს აღარ მოვაწერთ მსგავს შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას," - ამ განცხადებას პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით აკეთებს. 

კობახიძის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც შარლ მიშელის მედიატორობით შედგა, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას ითვალისწინებდა. 

იმ პარტიის წევრი გვესაუბრება მელიას ამნისტიაზე, რომელიც, შეგახსენებთ, იყო 19 აპრილის შეთანხმების შემადგენელი ნაწილი. 

თქვენ ძალიან გიყვართ 19 აპრილის შეთანხმება და დღეს გაირკვა, რომ თურმე, არ მოგწონთ ეს 19 აპრილის შეთანხმება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, არასდროს, აღარასდროს ჩვენ ხელს აღარ მოვაწერთ მსგავს შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის ჩართულობას ჩვენ აღარასდროს აღარ მოვაწერთ ხელს", - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები