მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს სააკაშვილს სასამართლო დარბაზში, რატომ არის პრივილეგირებული? - კობახიძე

08.02.24 16:34
მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს სააკაშვილს სასამართლო დარბაზში, რატომ არის პრივილეგირებული? - კობახიძე

"რატომ სარგებლობს ეს კონკრეტული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, ვისგან არის ეს კონკრეტული მოსამართლე და რატომ პრივილეგირებული?" - ამ კითხვით მიმართავს პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატს ანა ბუჩუკურს.

პარტიიდან სამთავრობო კაბინეტში გადასვლის მსურველი კობახიძე ბუჩუკურის პასუხად კითხვებს სვამს და მოუწოდებს დაინტერესდეს, "ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული".

რატომ გადასცემს სასამართლო პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს - ნამდვილად არასწორი მოვლენაა რბილად რომ ვთქვათ, თუმცა შეგიძლიათ მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული, რატომ სარგებლობს ეს კონკრეტული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, ვისგან არის ეს კონკრეტული მოსამართლე და რატომ პრივილეგირებული? ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, ჯერ კიდევ დეპუტატი ვარ და ამით ვსარგებლობ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტად გამიჭირდება ასეთი კომენტარების გაკეთება, მაგრამ დღეს ჯერ კიდევ შემიძლია. რა თქმა უნდა ლეგიტიმურია ნებისმიერ შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება სასამართლო გამოყენებული იყოს პოლიტიკური სიტყვის თქმის პლატფორმად, თუმცა კიდევ ერთხელ, მოიკითხეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე საბოლოო ჯამში, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის," - ამბობს კობახიძე.

 

მსგავსი სიახლეები