ბაღდათში გლოვაა - ემიგრაციიდან დაბრუნდა ქალი, რომ მეწყერჩატანილ ქმარს და სამ ბავშვს დაემშვიდობოს

08.02.24 17:00
ბაღდათში გლოვაა - ემიგრაციიდან დაბრუნდა ქალი, რომ მეწყერჩატანილ ქმარს და სამ ბავშვს დაემშვიდობოს

ბაღდადში გლოვაა. სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს ემშვიდობებიან. ერთ ღამეში ჩამოწოლილმა მეწყერმა, ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცხრიდან ოთხი ერთი ოჯახის წევრია - მამა და სამი შვილი.

ყველა გარდაცვლილის ცხედრები უკვე სახლებშია გადასვენებული.

მათი გარდაცვლების ამბავი ცოტა ხნის წინ შეატყობინეს მოზარდების დედას, რომელიც ემიგრაციაში ოჯახის სარჩენად იყო წასული. ახალგაზრდა ქალი სოფელში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. მან სამი შვილი და ქმარი ბოლოს 2-3 წლის წინ ნახა.

სავარაუდოდ, ყველა გარდაცვლილს შაბათს დაკრძალავენ. მათ გადასხვენებას ადაგილობრივი მუნიციპალიტეტი ტაძარში გეგმავს.

სოფელ ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულდა, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ვითარება ისევ საყურადღებოდ ფასდება. ამის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე სტიქიის ეპიცენტრში რჩება და სახლებიდან გასვლას მხოლოდ ღამით გეგმავენ.

გეოლოგების დასკვნა კი ორ დღეში გახდება ცნობილი - სწორედ ამ დასკვნამ უნდა თქვა, რამდენად უსაფრთხოა სოფელ ნერგეეთში აღნიშნულ მონაკვეთზე ცხოვრება და დაბრუნდებიან თუ არა ევაკუირებული ოჯახები საკუთარ სახლებს.

მსგავსი სიახლეები