არავის, არასოდეს არ უკეთებია აზერბაიჯანისთვის იმდენი, რამდენიც ამ ქვეყანას ილჰამ ალიევმა გაუკეთა - სააკაშვილი

08.02.24 16:51
არავის, არასოდეს არ უკეთებია აზერბაიჯანისთვის იმდენი, რამდენიც ამ ქვეყანას ილჰამ ალიევმა გაუკეთა - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილჰამ ალიევს გამარჯვებას ულოცავს.

დაპატიმრებული პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ალიევის მიღწევებზე წერს და ამბობს, რომ არავის, არასოდეს არ უკეთებია აზერბაიჯანისთვის იმდენი, რამდენიც ილჰამ ალიევმა გაუკეთა.

ვულოცავ გამარჯვებას ილჰამ ალიევს.
არავის, არასოდეს არ უკეთებია აზერბაიჯანისთვის იმდენი, რამდენიც ამ ქვეყანას გაუკეთა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ისტორიაში ის შევა როგორც ილხამ გამარჯვებული, ხოლო მისი პრეზიდენტობის წლები ისტორიაში დარჩება, როგორც აზერბაიჯანის ოქროს ხანა",- წერს სააკაშვილი

მსგავსი სიახლეები