ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

08.02.24 17:05
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბაჟანია მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობების გავითარების საკითხი განიხილეს. 

აფხაზეთის პრეზიდენტმა რუსეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დიპლომატის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა "რუსული სახელმწიფოს საკეთილდღეოდ" საქმიანობაში, ნათქვამია განცხადებაში.

ბჟანია ასევე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმაც. 

გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილესთან რაშიდ ნურგალიევთან, ეკონომიკური განვითარების მინისტრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ელა პამფილოვასთან და ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელთან დანიილ ეგოროვთან.

შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ სფეროში და რიგი სხვა საკითხები, რაზეც სისტემატური ორმხრივი მუშაობა მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბჟანიამ აფხაზეთის პარლამენტში ერთი დღით ადრე შეიტანა „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის კანონის ანალოგი - კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ“ .

მსგავსი სიახლეები