ივანიშვილი ქველმოქმედია - კობახიძის მორიგი ქება

08.02.24 17:13
ივანიშვილი ქველმოქმედია - კობახიძის მორიგი ქება

"ოლიგარქები საკუთარ რიგებში მოიკითხონ ვიღაც-ვიღაცებმა. რაც შეეხებ ბიძინა ივანიშვილს, ის არის არა ოლიგარქი, არამედ ქველმოქმედი," - ეს განცხადება პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ანა ნაცვლიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციას მიმართა, რომ საკუთარ რიგებში ეძებონ ოლიგარქები.

რაც შეეხება ევროპარლამენტში დამტკიცებულ რეზოლუციებს, სადაც ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული, კობახიძე ამბობს, რომ ეს რეზოლუციები უსამართლოა.

ქალბატონმა ანამ აღნიშნა, რომ თითქოს ევროპარლამენტი მიიჩნევს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად, რაც არის ტყუილი. ერთადერთი ევროპარლამენტარი იყო ქალბატონი რასა, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა და ამის მერე მუდმივად იმეორებენ იმას, რომ ევროპარლამენტს მიაჩნია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად. რაც შეეხება რეზოლუციებს, რომელიც დამტკიცდა მსგავსი შინაარსით, იყო უსამართლო.

ქალბატონი ანა, შეგახსენებთ, რომ არის იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ნამდვილი ოლიგარქი. ბატონ ხაზარაძეს ძალიან მძიმე ფორმით აქვს თავის დროზე ნაშოვნი ფული. შესაბამისად, ოლიგარქები საკუთარ რიგებში მოიკითხონ ვიღაც-ვიღაცებმა. რაც შეეხებ ბიძინა ივანიშვილს, ის არის არა ოლიგარქი, არამედ ქველმოქმედი,“ - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები