მელიას გულისთვის გადამდგარი პარტიის თავმჯდომარე გყავთ და გვესაუბრები მელიას ამნისტიაზე - კობახიძე

08.02.24 17:25
მელიას გულისთვის გადამდგარი პარტიის თავმჯდომარე გყავთ და გვესაუბრები მელიას ამნისტიაზე - კობახიძე

"მელიას გულისთვის გადამდგარი პარტიის თავმჯდომარე გყავთ და იმ პარტიის წევრი გვესაუბრება მელიას ამნისტიაზე," - ამ სიტყვებით მიმართა პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატებს პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ტრიბუნიდან გააკრიტიკა "ოცნების" ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და რამდენიმე საქმე შეახსენა, რაზეც კითხვები არსებობს. კობახიძე ახლა სვამს კითხვას 20 ივნისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით და ასევე გახარიას შეახსენებს პანკისის სპეცოპერაციას.

მელიას გულისთვის გადამდგარი პარტიის თავმჯდომარე გყავთ და იმ პარტიის წევრი გვესაუბრება მელიას ამნისტიაზე, რომელიც შეგახსენებთ იყო 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი. თქვენ ძალიან გიყვართ 19 აპრილის შეთანხმება და დღეს გაირკვა, რომ თურმე არ მოგწონთ.
მარტივად ჩამოვთვლი, რაც აქვს ამ კაცს გაკეთებული - ბასიანი, პანკისი - უმძიმესი ქმედებები, 20 ივნისის სროლა - ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რატომ დააყენეს სპეცრაზმი ჭიშკრის წინ, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ა.შ. ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო და სწორად ემოქმედა მაშინდელ შს მინისტრს, არ გახდებოდა სროლა საჭირო, რამაც გამოიწვია ჩვენი მოქალაქეების მძიმედ დაზიანება,“ - ამბობს კობახიძე.

 

მსგავსი სიახლეები