"ოპოზიცია მდარე სპეკულაციას მიმართავს" - ღუდუშაური

08.02.24 17:46
"ოპოზიცია მდარე სპეკულაციას მიმართავს" - ღუდუშაური

ისჯება თუ არა "ლელო" სამუშაო ჯგუფებისთვის ბოიკოტის გამოცხადების გამო? "ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ ცესკოში გიორგი სიორიძის თანამდებობის გაუქმება მიზანშეწონილი იყო, თუმცა ოპოზიციას ამის აღიარება არ უნდა. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ოპონენტები სპეკულაციებს მიმართავენ, რადგან წინასწარ იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. 

ყველაფერს აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ჯანსაღ დისკუსიას თავი აარიდოს. ცდილობენ, რომ როგორმე ის მარცხი, რომელიც 2024 წლის შემოდგომაზე, არჩევნებზე ელოდება მათ, შემდეგ უკვე დააბრალონ იმას, რომ თითქოს იქ რომ მოადგილე ჰყოლოდათ, მაგ შემთხვევაში გაიმარჯვებდნენ. ეს არის იმდენად მდარე ხარისხის სპეკულაცია, რომ იმ სპეკულაციებთაგანიც კი, რომელიც მათ ადრე განუხორციელებიათ, იქაც კი მაჩანჩალა ბოლო ადგილზეა ეს სპეკულაცია, - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 

"ოცნებამ" დღეს, ფქტობრივად, აღიარა, რომ გიორგი სიორიძის თანამდებობა ცესკოში იმის გამო გააუქმეს, რომ ის ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდს წარმოადგენს. ამგვარად, ცესკო ოპოზიციონერი წარმომადგენლის გარეძე დარჩა.

მსგავსი სიახლეები