10-მდე ოჯახი სახლებში დაბრუნებას ჯერ ვერ შეძლებს - რა რეკომენდაციით დაასრულეს გეოლოგებმა მუშაობა სურამში

08.02.24 17:51
10-მდე ოჯახი სახლებში დაბრუნებას ჯერ ვერ შეძლებს - რა რეკომენდაციით დაასრულეს გეოლოგებმა მუშაობა სურამში

10-მდე ოჯახი სახლებში დაბრუნებას ჯერ ვერ შეძლებს. ამ რეკომენდაციით დაასრულეს გეოლოგებმა მუშაობა სურამში.  ზინდისის დასახლებაში განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ათი სახლია. ათივე შენობა ტყის სიახლოვეს, პირველ ზოლში მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწყრული პროცესების კიდევ ერთხელ გააქტიურების შემთხვევაში სახლები შესაძლოა, მიწამ მოიყოლოს. გეოლოგები ამბობენ, რომ დასკვნის მოსამზადებლად დაახლოებით ათ დღემდე დასჭირდებათ.

უნდა აღვნიშნოთ ძალიან ძლიერი ატმოსფერული ნალექები, რომლემაც 60 მილიმეტრი შეადგინა. ამან გამოიწვია არსებული ჩამოყალიბებული მეწყრული ფლატის ზედაპირზე დროებითი ნაკადების წარმოქმნა, ანუ გადაირეცხა ის მეწყრის ზედაპირზე არსებული მასალა, წარმოიქმნა დროებითი ხევები და ამ ხევებმა დასახლებულ ნაწილში ჩამოიტანა ღვარცოფული ნაკადი. ტიპიურ მეწყრულ დეფორმაციებთან დაკავშირებით არ გავქვს,  აც ამ შემთხვევაში უფრო საშიში იქნებოდა. ჩვენ უნდა დაველოდოთ საბოლოო დასკვნის მომზადებას, გარკვეული ღონისძიებები რა თქმა უნდა დასაგეგმია. სანამ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები, დროებით, ეს მოსახლეები უნდა იყვნენ გაყვანილი ამ ზონიდან. საუბარია 10-მდე ოჯახზე. ამ ძველი მოწყვეტის არეალში არის ეს აქტიური პროცესები ამჟამად", - ამბობს გეოლოგი.

როგორც ირკვევა, ამ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების გაქტიურების საფრთხე ჯერ კიდევ 2007 წლიდან არსებობს.

მსგავსი სიახლეები