რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი რიწის ტბაზე ანტიტერორისტულ სწავლებას ჩაატარებენ

08.02.24 17:45
რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი რიწის ტბაზე ანტიტერორისტულ სწავლებას ჩაატარებენ

რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი რიწის ტბაზე ანტიტერორისტულ სწავლებას ჩაატარებენ. სწავლება 10 თებერვალს რიწის ტბაზე ჩატარდება. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება Ria Novosty ავრცელებს.

წვრთნები ერთი დღე გაგრძელდება. იგეგმება ტერორისტული ჯგუფის შეჭრის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა.

მსგავსი სიახლეები