"ოცნება" გარდაუვალ მარცხს გრძნობს და ცდილობს, საარჩევნო პროცესში ოპოზიციის მონაწილოება შეზღუდოს - კირკიტაძე

08.02.24 17:54
"ოცნება" გარდაუვალ მარცხს გრძნობს და ცდილობს, საარჩევნო პროცესში ოპოზიციის მონაწილოება შეზღუდოს - კირკიტაძე

 "ოცნება" გარდაუვალ მარცხს გრძნობს და ცდილობს, საარჩევნო პროცესში ოპოზიციის მონაწილოება შეზღუდოს, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე ცესკოში გიორგი სიორიძის თანამდებობის გაუქმებას. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება თვალთმაქცობს, როცა ამბობს, რომ ყველაფერი კარგად აქვს.

"ქართული ოცნება" ერთის მხრივ, გვეტრაბახება, რომ მათ აქვთ ყველაფერი კარგად და არიან ძლიერად და ნახეთ რა ნაბიჯებს დგამენ: ისინი კარგა აცნობიერებენ გარდაუვალ მარცხს არჩევნებში და ცდილობენ ახლა, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ოპოზიციის მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, პროცედურებშ, - ამბობს დავით კირკიტაძე. 

"ოცნებამ" დღეს, ფქტობრივად, აღიარა, რომ გიორგი სიორიძის თანამდებობა ცესკოში იმის გამო გააუქმეს, რომ ის ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდს წარმოადგენს. ამგვარად, ცესკო ოპოზიციონერი წარმომადგენლის გარეშე დარჩა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ "ლელო" სამუშაო პროცესითვის ბოიკოტის გამოცხადების გამო ისჯება. 

მსგავსი სიახლეები