ოდიშარიამ პრემიერად კობახიძის წარდგენისთვის ივანიშვილს მადლობა გადაუხადა

08.02.24 18:49
ოდიშარიამ პრემიერად კობახიძის წარდგენისთვის ივანიშვილს მადლობა გადაუხადა

"ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილს პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძის დასახელების გამო მადლობას უხდის. ამასთან, ბექა ოდიშარიამ თქვა, რომ "ახალ პრემიერმინისტრს წარმატებას უსურვებს 2024-2028 წლების განმავლობაში".

დფეპუტატმა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას "იმედი" უწოდა: 

პირველ რიგში, გულწრფელი მადლიერება უნდა გამოვხატო და იმედი, რომელიც დაკავშირებულია მისსავე დაფუძნებულ პარტიაში, ბიძინა ივანიშვილის საპატიო თავმჯდომარედ დაბრუნებასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტიის 41 000-ზე მეტი ნამდვილი წევრისა და მილიონზე მეტი მხარდამჭერისთვის. მადლობა მას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის წარდგენისთვის...

მის კაბინეტთან ერთად, ახალ პრემიერმინისტრს წარმატებას ვუსურვებ 2024-2028 წლების განმავლობაში"- თქვა დეპუტატმა. 

მსგავსი სიახლეები