საქართველოს ახალი პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი რამდენიმე საათში ეყოლება
ერთი ირაკლი მეორეს ოფიციალურად რამდენიმე საათში ჩაანაცვლებს. საქართველოს ახალი პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი ეყოლება. ხვალ კი ირაკლი კობახიძეს ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილ კაბინეტში პირველი სამუშაო დღე ექნება. მომავალ პრემიერს წინამორბედისგან პრაქტიკულად არაფერი განასხვავებს. იგივე პროგრამა,იგივე მესიჯბოქსი და ისევ ბიძინა ივანიშვილის ქება დიდება. სხდომათა დარბაზში დღეს ოლიგარქის აჩრდილი ტრიალებდა
კობახიძეს რიტორიკა არც ოპოზიციის მიმართ შეუცვლია. არ დავიწყებია "ოცნების" ექს პრემიერი გახარია, რომელსაც პოლიტიკური ბიოგრაფია დეტალურად შეახსენა. იერიში მიიტანა ლელოზე და ნაციონალურ მოძრაობაზე. ოპონენტებზე თავდასხმისას კობახიძე მარტო არ იყო. ოპოზიციის ლანძღვისთვის პრემიერს ნიადაგს "ოცნების" დეპუტატები უმზადებდნენ.