ქართული 40-კაციანი დელეგაცია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით რუსეთში წასასვლელად ემზადება

08.02.24 20:29
ქართული 40-კაციანი დელეგაცია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით რუსეთში წასასვლელად ემზადება

 

ოკუპანტების გვერდით მრგვალ მაგიდასთან - 40-კაციანი დელეგაცია საქართველოდან რუსეთში წასასვლელად ემზადება. მაშინ როდესაც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპის ყველა სახელმწიფომ უარი თქვა ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობაზე, საქართველო სოჭში დიდი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ჩვენი ქვეყნიდან წასული ჯგუფი დიმიტრი ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით მრგვალი მაგიდის ირგვლივ რუსული კულტურის პროპაგანდაში მიიღებს მონაწილეობას. 

ეს არის ფესტივალი, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ პუტინის ბრძანებით იმართება. როგორ იყენებს დიქტატორი პუტინი ამ ღონისძიებას  საკუთარი მიზნებისთვის? ამით ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს სურს დემონსტრირება, რომ ყველაფრის მიუხედავად, კონკრეტული ქვეყნები  მაინც აგრძელებენ რუსეთთან მეგობრობას. მათ შორის კი ერთ-ერთი ოკუპირებული საქართველოა. დელეგაცია ჩვენი ქვეყნიდან არაფორმალურად წარმოადგენს ხელისუფლებას. დიმიტრი ლორთქიფანიძე ერთ-ერთი იყო, ვინც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთთან ფრენების აღდეგნის შესახებ მოლაპარაკებებში.

მსგავსი სიახლეები