გელათი ირეცხება - უნიკალური ფრესკები ნადგურდება

08.02.24 20:34
გელათი ირეცხება - უნიკალური ფრესკები ნადგურდება

 

გელათი ირეცხება. ისტორიული ძეგლის უნიკალური ფრესკები დღითიდღე ნადგურდება და უკვე რთულია იმის თქმა შესაძლებელია თუ არა მათი აღდგენა. გელათის სარეაბილიტაციო კომიტეტის წევრი პირველებს ეუბნება, რომ იუნესკოდან პასუხს ელოდებიან, რომ ტაძრის დროებითი გადახურვა დაიწყონ. თუმცა ჩნდება კითხვა, რას აკეთებდა საპატრიარქო და სარეაბილიტაციო ჯგუფი მთელი ამ თვეების განმავლობაში, ვიდრე შესაბამის გადახურვას დაამონტაჟებენ. 

გელათის მცველები პასუხისმგებლობას კულტურის სამინისტროსთან ერთად საპატრიარქოსაც აკისრებენ, რომელმაც ოფიციალურად გადაიბარა ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი. 6 თებერვალს ტაძარში ჩასულმა წყალმა საშიშროება იმ ფრესკებსაც შეუქმნა, რომლებიც აქამდე ნალექს გადაურჩნენ. ყოველ უამინდობას გელათისთვის გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს. ირეცხება მე-12 საუკუნის უნიკალური მხატვრობა და ასე გრძელდება თვიდან თვემდე.

მსგავსი სიახლეები