უსამართლობა და ჩაგვრა საქართველოში - საია-ს ანგარიში
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით 2023 წელს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მძიმე ანგარიშს აქვეყნებს. ხელისუფლებამ სასამართლო რეფორმაზე უარი თქვა. მკვეთრად გაუარესდა ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირების მდგომარეობა.
იზღუდებოდა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება შეკრების თავისუფლების შესახებ. ანგარიშში ცალკეა მოხსენიებული კრიტიკული მედია, რომლის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოება არც გასულ წელს იყო უზრუნველყოფილი.