გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლი არ ჰყავს - რატომ ბლოკავს კულტურის სამინისტრო შერჩევას
რატომ ბლოკავს კულტურის სამინისტრო გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევას? - 2012 წლის შემდეგ პირველად ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმომადგენელი არ ჰყავს. არაერთი მიმართვისა და წერილის მიუხედავად, არც წულუკიანის უწყებიდან და არც პრემიერის ადმინისტრაციიდან პასუხი არ არის. ისიც კი არ არის ცნობილი, აპირებს თუ არა კულტურის სამინისტრო კონკურსის გამოცხადებას. ახალგაზრდებს ეჭვი აქვთ, რომ ეს შეგნებულად კეთდება, რადგან გაეროში საქართველოს ყველა წარმომადგენელი 8 მარტის აქციების დროს ქუჩაში იდგა და რუსულ კანონს აპროტესტებდა.