რამე წუნს ხომ არ დაუდებთ ამ ჩემს ჩოხას, ახალუხს? - ელისაშვილი პაპუაშვილს მიმართავს

08.02.24 19:57
რამე წუნს ხომ არ დაუდებთ ამ ჩემს ჩოხას, ახალუხს? - ელისაშვილი პაპუაშვილს მიმართავს

"მთელი დღეა ვნერვიულობ ბატონო შალვა, მინდა პირველ რიგში თქვენ მოგმართოთ, შესაბამისად თუ მაცვია, და რამე წუნს ხომ არ დაუდებთ ამ ჩემს ჩოხას, ახალუხს, წუღა მესტებს და ჩექმას?" - ამ სიტყვებით მიმართა "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისასვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.

ელისაშვილმა განმარტა, რატომ მივიდა პარლამენტში ჩოხით.

ვინმეს ახირებული კაცი რომ არ ვეგონო, განვმარტავ, რომ ჩვენი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში ან უნდა გეცვას საქმიანად, არ უნდა შემოსილი იყო ეროვნული სამოსით.

ორი დღის წინ, მეგონა, რომ საქმინაად მეცვა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარებ ტანსაცმელი დამიწუნა, და მითხრა, როგორ გაცვია, ასე არ შეიძლებაო. კიდევ კარგი, დარბაზიდან არ გამაგდეს” - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს ჩაცმულობის ეტიკეტი დაუწუნა და უთხრა, რომ საკანონმდებლო ორგანოში არსებობს ჩაცმის ეტიკეტი.

პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნა მოჰყვა ალეკო ელისაშვილის კრიტიკას, რომელიც მმართველი პარტიისკენ იყო მიმართული, იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის სხდომათა დარბაზში შემოსვლისას, სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმნენ.