კორუმპირებულობა მოდაში შემოვიდა - ნიკა მელია

08.02.24 21:35
კორუმპირებულობა მოდაში შემოვიდა - ნიკა მელია

„კორუფცია გათანაბრებული უნდა იყოს ღალატთან, კორუმპირებულობა მოდაში შემოვიდა“, - ამ განცხადებას ნიკა მელია „რეაქციაში“ აკეთებს.
როგორც მელია ამბობს, ივანიშვილს მორალური პოლიტიკა უნდა დაუპირისპირონ. როგორც მელია ამბობს, პირველ ეტაპზე, გამოსავალი კოალიციური მთავრობაა.

მორალურად მართლაც გათანაბრებული უნდა იყოს სახელმწიფო ღალატთან როდესაც კორუმპირებული მაღალი თანამდებობის პირი მილიონებს იპარავს, როდესაც თქვენი მეზობელი სისხლს აბარებს.
ივანიშვილს ჩვენ ივანიშვილისვე ინსტრუქციით ვერ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ისე, როგორც დაამარცხა ყველა - ტყუილით და უნამუსობით და მიიტაცა სახელმწიფო. ფულით ვერ დავამარცხებთ, დავამარცხებთ მორალური პოლიტიკით, გამბედაობით და სუფთა რეპუტაციით,“ - ამბობს ნიკა მელია.

 

მსგავსი სიახლეები