რა ბედი ელით კორუმპირებულ ჩინოვნიკებს - მელიას ხედვა
"შეიძლება ანტიკორუფციული მოსამართლე დაინიშნოს საწყის ეტაპზე, ანტიკორუფციული პროკურორი," - ამ განცხადებას ნიკა მელია "რეაქციაში" აკეთებს და კორუფციასთან ბრძოლის მეთოდებზე საუბრობს.
როგორც მელია ამბობს, შესაძლოა დაინიშნოს ანტიკორუფციული მოსამართლე ან პროკურორი.
პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება შესაბამისი ცვლილება საკანონმდებლო დონეზე, სადაც ორგანულ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, საკონსტიტუციო უმრავლესობა დასჭირდება... 100 ოჯახი მდიდრდება იმიტომ, რომ მოგვპარეს, რესურსი ყველანაირი მიიტაცეს და დანარჩენები შიმშილობენ...
არის რამდენიმე გამოსავალი საწყის ეტაპზე, შეიძლება ანტიკორუფციული მოსამართლე დაინიშნოს საწყის ეტაპზე, ანტიკორუფციული პროკურორი - საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ადამიანი, საკანონმდებლო ცვლილებებით, პარლამენტმა კენჭი უყაროს და რეზონანსულ საქმეზე დაინიშნოს... იქნება ეს ნაფიცმსაჯულის ინსტიტუტის გაფართოება, ადგილობრივ თვითმმართველობის დონეს თუ შევეხებით ხალხის მაქსიმალური ჩართულობა,“ - ამბობს ნიკა მელია.