რა საარჩევნო ნომრით იქნება ნიკა მელია?
ნიკა მელია საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით ორ პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მელია "რეაქციაში" ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ნიკა მაჭუტაძეა, რომელთანაც საარჩევნო ნომრის საკითხთან დაკავშირებით მოლარაპარაკება მიმდინარეობს. თუ მოლაპარაკებები შედგება, მაშინ მელიას პარტია 4 ნომრით იქნება არჩევნებზე წარმოდგენილი. მეორე პარტიას კი, ვისთან აქვს მოლაპარაკებები, მელია არ ასახელებს.
ვაწარმოებ მოლაპარაკებებს სხვადასხვა პარტიასთან, ვისაც აქვს საარჩევნო ნომერი, მაგრამ არ აპირებენ ისინი ასპარეზობას. ერთია, რომ ერთიანდება - გაერთიანება ნიშნავს ტექნიკურად, უბრალოდ ნომრის აღებას, რომელსაც ექნება სხვა სახელი, ერთადერთი მხოლოდ და მხოლოდ ნომერი... ორი ვარიანტიდან ერთ-ერთს ავირჩევთ, ეს არ იქნება გაერთიანება, ეს იქნება წმინდა წყლის ტექნიკური პროცედურების გავლა და კეთილ ნებას გამოირჩევს პარტნიორი და მოგვცემს შესაძლებლობა, რომ ვებრძოლოთ ივანიშვილს,“ - ამბობს ნიკა მელია.