იქნება თუ არა ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ერთობა - რას ამბობს მელია

08.02.24 22:13
იქნება თუ არა ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ერთობა - რას ამბობს მელია

იქნება თუ არა ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ერთობა - ნიკა მელია "რეაქციაში" ამბობს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია და უახლოეს მომავალში გაირკვევა ყველაფერი. მელია ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიასთან მას კომუნიკაცია აქვს.

თქმა იმისა, რომ პანაცეა იქნება გაერთიანება პარტიებს შორის და ასე უფრო ძლიერები ვიქნებით, ჯერ მე ამის თქმა არ შემიძლია - უახლოესი მომავალი ამ ყველაფერს გვანახებს.
ყველა ყველას ელაპარაკება ყოველთვის. 
თუკი ვინმესთან ერთად ვიქნები, ეს იქნება ხალხი.

ნიკა გვარამიას მე ვცემ პატივს, წლებია ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ იქნება ნიკა გვარამია ცალკე პარტიით თუ ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბებთ რაიმე ტიპის ერთობას, ამაზე საუბარი არის ჯერჯერობით, ძალიან ნაადრევი. ყველაფერი გადაწყდება უახლოეს დროში, ბოლოს მქონდა ნიკასთან კომუნიკაცია სამი კვირის წინ. უნდა დავრწმუნდე, რომ ნებისმიერი გაერთიანება არის პროდუქტიული და არ არის კონტრპროდუქტიული,“ - ამბობს ნიკა მელია. 
 

მსგავსი სიახლეები