გეგმავს თუ არა ნიკა მელია ზურა ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიასთან გაერთიანებას? - მელიას პოზიცია

08.02.24 22:18
გეგმავს თუ არა ნიკა მელია ზურა ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიასთან გაერთიანებას? - მელიას პოზიცია

გეგმავს თუ არა ნიკა მელია ზურა ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიასთან გაერთიანებას - როგორც მელია "რეაქციაში" ამბობს, გაერთიანებებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მათთან სტრატეგიულ საკითხებზე ერთობა წარმოუდგენია. 

მიმაჩნია, რომ ზურა ჯაფარიძეს ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამს პოლიტიკაში. გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა, ვთანხმდებით, რომ მართლაც არის შანსი 2030 წელს ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და მანკიერებები აღმოიფხვრას, მაგრამ არის ფაქტორები, რომლის გათვალისწინებასაც ჩვენ ვაპირებთ.
ელენე ხოშტარიასთან მე ჯერ არ მქონია შესაძლებლობა საუბრის. ასე არ დგას საკითხი, რომ მე ვინმესთან არ მინდა და ამით ვინმემ შეიძლება ჩათვალოს, რომ ამით ელენე დაკნინდეს ან მე, მე უნდა ვხედავდე პროდუქტიულობას,“ - ამბობს ნიკა მელია. 

 

მსგავსი სიახლეები