იასპარეზებს თუ არა ნიკა მელია საარჩევნოდ "ლელოსთან" ერთად?

08.02.24 22:22
იასპარეზებს თუ არა ნიკა მელია საარჩევნოდ "ლელოსთან" ერთად?

ნიკა მელია "ლელოსთან" საარჩევნოდ გაერთიანებას გამორიცხავს. როგორც მელია ამბობს, ბევრ საკითხზე საუბრობს "ლელოსთან", თუმცა ამ ეტაპზე ერთიანობის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

მამუკა ხაზარაძეს ძალიან დიდ პატივს ვცემ - 2021 წელს მან რაც გააკეთა, 10-დან 9-ს შეიძლება ვერ გაეკეთებინა. აბსოლუტურად სხვა პლატფორმაზე იყო, სხვა ხედვის ადამიანია, არაფერი არ აკავშირებდა ენმ-სთან. ხალხის ინტერესს სცა პატივი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიასპარეზოთ საარჩევნოდ ერთად. სხვადასხვა საკითხების გარშემო საუბარი არის, მოგისმენიათ ლელოს პოზიცია, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, იმიტომ  რომ სხვადასხვანაირად ვფიქრობთ. სხვადასხვა გზებით სიარულმა, შეიძლება ჯამურად, გაცილებით მეტი ხმა მოუტანოს ოპოზიციას,“ - ამბობს ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები