მე და მიხეილ სააკაშვილი არ ვიქნებით არასდროს ერთ პარტიაში - მელია
" მე და მიხეილ სააკაშვილი არ ვიქნებით არასდროს ერთ პარტიაში," - ამ განცხადებას ნიკა მელია "რეაქციაში" აკეთებს.
როგორც მელია ამბობს, ის და მიხეილ სააკაშვილი ერთ პარტიაში აღარასდროს იქნებიან.
ვუსურვებ, რომ პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში აღარ არსებობდეს. არ ვარ მე მის (მიხეილ სააკაშვილის) პარტიაში. მე და მიხეილ სააკაშვილი არ ვიქნებით არასდროს ერთ პარტიაში მომავალში. გულწრფელი პასუხია, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, სუფთა რეპუტაციის მქონე ათასობით ადამიანის ძალისხმევით მოხდება პოლიტპატიმრების ერის დასრულება და ეს ის ადამიანები არიან, ვინც ენმ-ში არ არიან,“ - ამბობს ნიკა მელია.