ივანიშვილმა იგრძნო, რომ ბოლო ახლოვდება და ცდილობს, რომ თავი გადაირჩინოს - კაკაბაძე

08.02.24 22:45
ივანიშვილმა იგრძნო, რომ ბოლო ახლოვდება და ცდილობს, რომ თავი გადაირჩინოს - კაკაბაძე

„იმედი მაქვს, საქართველო დაამარცხებს ბიძინამანიას. ყველა უნდა გავერთიანდეთ,“ - ეს განცხადება ირაკლი კაკაბაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.

კაკაბაძის თქმით, ივანიშვილმა საშიშროება იგრძნო ძალაუფლების დაკარგვის და იმიტომ დაბრუნდა პოლიტიკაში. როგორც კაკაბაძე ამბობს, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და თვლის, რომ გაერთიანებაში დახმარება საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია.

ახალი მოძრაობის აუცილებლობა მოდის და არიან ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლები არიან, არიან ახალი პროგრესული პოლიტიკოსებიც - ნიკა მელია საუბრობდა მამუკაზე, ანა დოლიძე, არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან გამობმული გრუ-ს მიერ მართულ ოლიგარქებს. 
დღეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპის დრო. ყველა უნდა გავერთიანდეთ. მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოსავალია, ახალი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. ყველა ჩვენგანი სიცოცხლეს დავთმობთ, რომ ეს სამი სამშობლოს გამყიდველი აღარ იყვნენ საქართველოში საერთოდ.
ივანიშვილმა იგრძნო, რომ ბოლო ახლოვდება და ცდილობს, რომ თავი გადაირჩინოს. შესაკრებთა გადანაცვლებით არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ქართველი ხალხი არის განადგურების საფრთხის წინაშე - თუ ბიძინა ივანიშვილი, თემურ ალასანია, ნუგზარ ფოფხაძე - ეს სამი გრუ-ს აგენტი საქართველოს გაყიდის, 25 წელში ის უკვე გაყიდული იქნება, ყველა ჩვენგანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, უნდა დაიწყოს შიმშილობის აქციები,“ - ამბობს ირაკლი კაკაბაძე.

 

მსგავსი სიახლეები